კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 26 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 26 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ მედიას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.

“გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 26 ნიმუში გადავგზავნეთ, აქედან 14 ნიმუში კარანტინის ზონებში და 12 – ცხელების ცენტრებში იყო აღებული. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც გაიგზავნება.

რეგიონში, ამ დროისთვის, 8 საკარანტინე ლოკაციაზე 365 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში მხოლოდ 2 მოქალაქე რჩება.

საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტირებული, მათგან გამოჯანმრთელდა – 69 და გარდაიცვალა 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5034 ადამიანი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 463 პირი გადის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები