ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემა დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემა დაიწყო. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილ პროდუქტების პაკეტს ხობის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1149 აღსაზრდელი მიიღებს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროდუქტების გაცემის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე – ედიშერ ჯობავა გაეცნენ.

“საბავშვო ბაღებში სამომხმარებლო პროდუქტის გაცემა გაგრძელდება და აღსაზრდელები ახალ პაკეტს ორ კვირაში ისევ მიიღებენ. ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში კვების პროდუქტები პირველად 30 მარტს გაიცა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები