ბოლნისში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაკა მამარდაშვილმა განუცხადა.

„გუშინ გადაგზავნილი 7 პაციენტის ტესტის პასუხები დღეს მოვიდა და მხოლოდ ორ მათგანს დაუდასტურდა COVID-19. ორივეს კონტაქტები მოძიებული გვაქვს და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები”, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია – 69, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში 5034 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 463 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები