სომხეთში კორონავირუსით უკვე 1111 ინფიცირებულია, დაფიქსირდა 17 ლეტალური შემთხვევა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1111-მდე გაიზარდა, გასულ დღე-ღამეში 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – განაცხადეს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.

ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვიც ერთით გაიზარდა და 17 შეადგინა.

ასევე, გაზრდილია იმ პირთა რიცხვი, რომლებმაც ვირუსის დამარცხება შეძლეს. კლინიკებიდან 297 პირია გაწერილი.

სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა გუშინ მთავრობის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომლის შედეგად გადაწყდა, რომ რეჟიმი 14 მაისამდე იქნება გახანგრძლივებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები