კახა კალაძე: კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება

“კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს “ფეისბუქით” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

„გუშინ დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის თაობაზეც პრემიერმინისტრმა ისაუბრა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა დედაქალაქის მერიაში, განსაკუთრებით, კიკეთში მცხოვრები ადამიანების მხრიდან, რადგან კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი იყო სპეციალური საგუშაგო, სადაც პოლიცია და ჯარია განთავსებული და კიკეთი თბილისის მიღმა რჩებოდა.

შესაბამისად, ჩვენ არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და ეს საგუშაგო გადაიწევს კიკეთში ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ან იმათ, ვინც ყოველდღიურად ადის-ჩამოდის და იქ იმყოფება, ამ მიმართულებით არავითარი პრობლემა  შეექმნებათ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები