ახალ ზელანდიაში, კორონავირუსის გამო, მინისტრების ხელფასი 20%-ით შემცირდება

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, 6 თვით მისი, ასევე, მთავრობის წევრებისა და სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელების შრომითი ანაზღაურება 20%-ით შემცირდება.

ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ ქვეყნის მოქალაქეების ნაწილი სამსახურს კარგავს, ხოლო ნაწილის ხელფასი შემცირდა.

ახალ ზელანდიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მესამედ 14 აპრილს გაახანგრძლივეს.

ქვეყანაში კორონავირუსის 1386 დადასტურებული შემთხვევაა, 9 ლეტალური შემთხვევაა და 728 გამოჯანმრთელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები