ოკუპირებულ აფხაზეთში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 21 აპარატი ჩაიტანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს, რომელთა შორის არის მედიკამენტები, სამედიცინო პერსონალისთვის დაცვის საშუალებები, ასევე, სხვა სახის საჭირო მასალა, ანალიზატორი და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 21 აპარატი.

როგორც ადგილობრივ მედიას მოსკოვში აფხაზეთის დიასპორის სამმართველოს წევრმა, ინა ბარჩანმა განუცხადა, ჰუმანიტარული დახმარების ნაწილის შეძენა დიასპორამ უზრუნველყო, ნაწილი კი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოხერხდა.

აღინიშნება, რომ ჰუმანიტარული დახმარების ძირითადი ნაწილი გუდაუთის ინფექციურ საავამყოფოს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები