ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები გამოსცადა
ფხენიანმა ახლო მანძილის მოქმედების რამდენიმე რაკეტა გამოსცადა, რომელმაც 150 კილომეტრამდე იფრინა და იაპონიასა და კორეის ნახევარნკუნძულს შორის, ზღვაში ჩავარდა.
სამხრეთ კორეელი სამხედროების ინფორმაციით, სწავლებაში, სავარაუდოდ, რამდენიმე თვითმფრინავიც იყო ჩართული.
მომხდარზე გამოძიება აშშ-ის დაზვერვამ და სამხრეთ კორეამ დაიწყეს.
ჩრდილოეთ კორეამ ბოლო უკანასკნელი კვირების განმავლობაში რამდენიმე სამხედრო სწავლება გამართა, რომელთა ფარგლებში რაკეტების გაშვებაც მოხდა.
გაერო-ს რეზოლუციების თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო გამოცდები აკრძალულია.