14 აპრილს ბაღდათში ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზეუმი გაიხსნა, 14 აპრილი მისი გარდაცვალების დღეცაა

14 აპრილი განსაკუთრებული თარიღია ბაღდათელებისთვის. ამ დღესთან დაკავშირებით წიგნის „მაიაკოვსკის ტრაგედიის“ ავტორი, ბაღდათის ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის სამეცნიერო, სალიტერატურო და საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი კონსტანტინე კიკნაძე ფეისბუქის გვერდზე სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს.
„14 აპრილის, 1940 წელს ბაღდათში გენიალური ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზეუმი გაიხსნა. ლიტერატურის და საერთოდ ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო და არაორდინალური მოვლენაა ვლადიმერ მაიაკოვსკი, როგორც პოეტი, დრამატურგი, მხატვარი, კინოსცენარისტი, მსახიობი… მისი შემოქმედება და ქარიშხლიანი ცხოვრება დღესაც ყურადღების ცენტრშია.
14 აპრილი (1930 წელი) მაიაკოვსკის გარდაცვალების დღეცაა“, – წერს კონსტანტინე კიკნაძე.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები