ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის გავრცელების პიკს მივაღწიეთ

ესპანეთმა კორონავირუსის გავრცელების პიკს მიაღწია, მიმდინარე კვირის მიზანია, რომ ახალი შემთხვევების რიცხვის კლება დაიწყოს.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ განაცხადა.

მისი თქმით, 13 აპრილს 3477 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, წინა დღის მონაცემთან შედარებით, 2% ნაკლებია.

მინისტრის თქმით, გამოჯანმრთელებულთა ზრდა უკვე 6% შეადგინა, ასევე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით გაიზარდა.

“ეს ის მაჩვენებლებია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ეპიდემიის პირველი ფაზა გავიარეთ, და პიკს მივაღწიეთ. თუმცა ქვეყანა კარანტინში ისევ დარჩება”, –  განაცხადა ილამ.

ესპანეთის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ წესზე დაბრუნებას 26 აპრილის შემდეგ შეძლებს.

13 აპრილიდან ესპანეთში იმ საწარმოებმა განაახლეს მუშაობა, რომლებიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს არ მიეკუთვნებიან.

14 აპრილის მდგომარეობით, ესპანეთში კორონავირუსის 170 099 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 17 756 ადამიანი ემსხვერპლა, 64 727 კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები