აშშ აქტიურად დაეხმარება უკრაინას კრიზისიდან გამოსვლაში

   აშშ-ის ხელისუფლება აქტიურად დაეხმარება უკრაინას კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსვლაში. ამის შესახებ განცხადება ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ქალიშვილთან და პარტია “ბატკივშინას” წაარმომადგენელთან, გრიგორი ნემირეისთან შეხვედრისას გააკეთა. პარტიის პრესსამსახურის განცახადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს საერთაშორისო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ძალადობის ფაქტებს გამოიძიებს. ვიქტორია ნულანდმა ასევე გააკეთა განცხადება, რომ ის უკრაინას ამ კვირას ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები