აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი საკარანტინე სივრციდან ბათუმის ცხელების კლინიკაშია გადაყვანილი. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.
რაც შეეხება ე.წ ქობულეთის კლასტერს – აჭარის ჯანდაცვაში განაცხადეს, რომ 13 პირის ანალიზის პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, 350 კონტაქტია მოძიებული, საიდანაც 170 ტესტი უკვე ჩაუტარდა და მიმდინარეობს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ორი დღეა, საკარანტინე ზომები გამკაცრებულია. სოფლებში თერმოსკრინინგი გრძელდება. 1600 პირმა აღნიშნული დიაგნოსტიკა უკვე გაიარა.