გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი განიკურნა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემის მიხედვით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა.

13 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში 123 016 ინფიცირებულია, დაავადების დამარცხება კი 64 300-მა პაციენტმა შეძლო. ამასთან, ინფექციას 2799 პირი ემსხვერპლა.

ინსტიტუტის მონაცემით, უკვე მესამე დღეა, ქვეყანაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს.

15 აპრილს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან სატელეფონო საუბარს გამართავს, რომლის დროსაც ვირუსთან ბრძოლის სამომავლო გეგმები იქნება განხილული.

ერთ-ერთ საკითხი დაწესებული შეზღუდვების შესუსტება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები