ბაიკალის ტბაზე ტურისტული კატერის ამოტრიალებას მსხვერპლი მოჰყვა

ბაიკალის ტბაზე ტურისტული კატერის ამოტრიალების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია „მედუზა“ ავრცელებს.

წინასწარი ცნობებით, კატერი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, გადაადგილებისას ამოტრიალდა, რის შედეგადაც მგზავრები წყალში აღმოჩნდნენ.

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და მათი ვინაობა ამ ეტაპზე ოფიციალურად არ სახელდება.

ადგილობრივი უწყებები ინციდენტის მიზეზებს იკვლევენ.

პირველად ვერსიებს შორის ტექნიკური გაუმართაობა ან კატერის გადატვირთვა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები