უკრაინის დრონებით შეტევის შედეგად, რუსეთში იაროსლავლის რეგიონი დაზარალდა
რუსეთის იაროსლავლის ოლქში აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინელების დრონულ შეტევას უკავშირებს.
რუსული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, თუმცა ნაწილი სამიზნეებს მაინც მოხვდა. შედეგად, ერთ-ერთ ინდუსტრიულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, ხოლო ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ზუსტდება.