სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდა

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ვადა, რომელიც 14 აპრილს იწურებოდა, 14 მაისამდე გახანგრძლივდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე იქნა მიღებული.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 16 მარტის 17:00 საათიდან მოხდება.

ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებაზე მედიისთვის შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, როგორც ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, რუსტამ ბადასიანმა აღნიშნა, “ფეიკნიუსების” გავრცელების შემთხვევაში, შეზღუდვა ისევ ამოქმედდება.

სომხეთშ​ი კორონავირუსის 1039 დადასტურებული შემთხვევაა, 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები