რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 18 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 62 რეგიონში 2558 შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში ვირუსით 18 328 ადამიანია ინფიცირებული, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ასევე, გასულ დღე-ღამეში COVID-19-ს 18 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, 148 ლეტალური შემთხვევაა.

დაავადების დამარცხება ბოლო 24 საათში 179 პირმა შეძლო, ჯამურად, თითქმის 1470 ათასი გამოჯანმრთელებულია.

შტაბში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსზე სულ ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები