სომხეთში კორონავირუსით 1039 ადამიანია ინფიცირებული

სომხეთში კორონავირუსით 1039 პირია ინფიცირებული, – განაცხადეს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.

ვირუსს 14 ადამიანი ემსხვერპლა, 211 პაციენტი განიკურნა.

სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. გასულ კვირა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს, თუმცა აღნიშნული დამოკიდებულია სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე.

11 აპრილს კი მან თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება გარდაუვალია. ფაშინიანის თქმით, მთავრობა უახლოეს დღეებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები