კახეთში 11 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 11 ნიმუშიდან, კოვიდ-19-ზე ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიაზანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში, საკარანტინე ზონებიდან და “ცხელების ცენტრებიდან” კიდევ 15 პირის ანალიზი გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.

ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში მკვეთრადაა შემცირებული თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობაც,  ბოლო მონაცცემებით კახეთში თვითიზოლაციაში 2 ადამიანი იმყოფება. რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს, კახეთის სამ ლოკაციაზე 414 ადამიანია მოთავსებული.

დაავადებათა კონტროლის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის შეფასებით, კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ამ დრომდე კოვიდ 19 -ის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 233 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი და გარდაიცვალა – 3. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4856 ადამიანი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 370 პირი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები