ბათუმში 21 პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ბათუმის ,,მედალფას” კლინიკიდან ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის 21 პირის სინჯი გაიგზავნა, რომლის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განმარტავს, უახლოეს საათებში გამოსაკვლევ პირთა რაოდენობის გაზრდას ელოდებიან.

“გუშინ საკარანტინე ზონიდან დედა-შვილი დაგვემატა. ისინი თბილისში არიან გადაყვანილნი, რადგან იქ მცხოვრებლები არიან. ასევე, ველოდებით 21 პირის ანალიზის პასუხს, რომელიც დღეს საღამოს გახდება ცნობილი. რა თქმა უნდა შემთხვევების ზრდა იქნება“, -განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ამ დროისთვის, ბათუმის ე.წ ცხელების ცენტრში კორონავირუსის ინფექციით 18 პაციენტი იმყოფება, მათ შორისაა დღეს შეყვანილი 6 ახალი პაციენტი ქობულეთის კლასტერიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები