სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანაში ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდა

“სომხეთში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა პარლამენტში მოსმენის დროს – წერს ადგილობრივი მედია.

“თუ ადრე ჩვენ ერთი წყაროდან 50 შემთხვევას ვავლენდით, მაგალითად, ერთი საწარმოს 50 თანამშრომელს, ამჟამად, ჩვენ უკვე 16,20,30 შემთხვევა გვაქვს 10, ან 20 წყაროდან. შესაბამისად, კორონავირუსის ცირკულირება კონტროლს გასცდა”, – აღნიშნა მინისტრმა.

გუშინ ტოროსიანმა ინფიცირებულთა მკვეთრი მატება აპრილის ბოლოსთვის დააანონსა.

“თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, 19 აპრილისთვის 1800, ხოლო 29-სთვის 3600 დაავდებული გვეყოლება”.

სომხეთში, 10 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 937-მდე გაიზარდა, ვირუსს 11 პაციენტი ემსხვერპლა, 149 კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები