გალის რაიონის ე.წ. მთავარი სანიტარი: მეშინია, გაუფრთხილდით თავს და ღმერთი დაიცავს თითოეულ ჩვენგანს (ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ე.წ. რესპუბლიკაში კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა შემზღუდავი ზომაა დაწესებული, რომელთა შორის ყველაზე მთავარია სახლში დარჩენის თხოვნა.

მოსახლეობას გალის რაიონის ე.წ.მთავარმა სანიტარმა, გიორგი შონიამ მიმართა და აღნიშნა, რომ, თუ ადამიანები თავს დაიცავენ, მათ ღმერთიც დაიცავს.

“პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად დარჩეთ სახლში, ხშირად გაანიავეთ შენობა, ხშირად დაიბანეთ ხელები. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ღმერთი დაგიცავთ თქვენ, და თითოეულ ჩვენგანს. რა თქმა უნდა, მეშინია იმიტომ, რომ თუ დაავვადდი, ეს შეიძლება, სახლშიც მივიტანო. სახლში კი, ავადმყოფი დედა მყავს, მას დიაბეტი აქვს, არასრულწლოვანი შვილები. მაქსიმალურად ვცდილობ, მაგრამ ასეთი სამსახური მაქვს. თუ საავადმყოფო გადაივსება კორონავირუსით ინფიცირებულებით, მე მაინც იქ ვიქნები, სახლში არ წავალ იმიტომ, რომ ვიცი, ექიმი ვარ, ფიცი მაქვს დადებული და მას შევასრულებ. მაგრამ თქვენ ჩვენ დაგვეხმარეთ”, – აღნიშნა შონიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები