„გავიდა დრო და ბევრმა რუსმა მწერალმა ირწმუნა ჩვენი სიმართლე. ბოდიშიც მომიხადეს“…

1989 წლის 9 აპრილს ეხმიანება ფეისბუქის გვერდზე პოეტი, მთარგმნელი და მუსიკოსი ირინე გოჩაშვილი.
„1989 წლის 9 აპრილს მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დამამთავრებელ კურსზე ვიყავი და დიპლომის დაცვაზე ვმუშაობდი. როდესაც მომხდარი ვანდალიზმის შესახებ გავიგე, მოსვენება დავკარგე. ამ ტკივილს ამძაფრებდა რუსეთის ტელევიზიის მიერ გადმოცემული ფაქტი, თითქოს ქართველები ხალხმრავალ მიტინგზე ჭყლეტვაში მოყვნენ და მსხვერპლიც ამან გამოიწვია და არა ალესილმა ნიჩბებმა!შეურაცხყოფილი ვიყავი ამ ცინიზმით!
ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ არც რუს მწერლებს და რიგით ადამიანებს სჯეროდათ სიმართლისა, რადგან მათთვის გადმოცემული ინფორმაცია უფრო სარწმუნო იყო. ყველაზე ტრაგიკომიკური კი, სადიპლომო თება გახლდათ: „რუსი პოეტების მიერ საქართველოზე დაწერილი ლექსები!” ეს ლექსები მე ვთარგმნე.
გავიდა დრო და ბევრმა რუსმა მწერალმა და არა მხოლოდ, ირწმუნა ჩვენი სიმართლე. ბოდიშიც მომიხადეს… წელს კორონავირუსის მიუხედავად, აღდგომა მაინც დადგება! ღმერთმა ნათელში ამყოფოს 9 აპრილს დაღუპულთა სულები!
დარწმუნებული ვარ, კორონავირუსზე საშიში თავად რუსეთის იმპერიული ზრახვებია, რომლის წინააღმდეგ უფრო დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა დაგვჭირდება, ვიდრე ამ „უხილავი მტრის“ დასამარცხებლად!“ – წერს ირინე გოჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები