“ახალქალაქში მდებარე სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა” – შსს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ახალქალაქში მდებარე სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა”, – ამის შესახებ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
მათივე ცნობით, სააგენტოს ახლად რეაბილიტირებული სივრცე მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან ადგილობრივ მოსახლეობას ყოველი კვირის პარასკევ დღეს მოემსახურება.
“აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულში დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიიღოს სააგენტოს სერვისები, გარდა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისა”, – წერია ინფორმაციაში.