კახეთის გუბერნატორმა და თელავის მერმა 9 აპრილის მემორიალს პატივი მიაგეს
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
“დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილ ჩვენს გმირებს, რომელთა თავდადებამაც და თავგანწირვამ ორი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ ამ ბრძოლას დღესაც ვაგრძელებთ, რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება”, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.