ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა, გამოვლენილი შემთხვევა პირველი პაციენტის კონტაქტია.
COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარდა კიდევ 5 ადამიანს. მათი შედეგები უარყოფითია.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა – “დღეს ჩვენ ეპიდემიის ახალ ფაზაში შევედით, რომელიც უფრო კომპლექსური და რთულია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ვირუსის გავრცელება შეჩერდეს. ამისთვის მთავრობა სერიოზულ ზომებს მიიღებს. თუმცა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარია სახლში დარჩენა. მინდა, მეზობელი ქვეყნებიდან ახლახან დაბრუნებულ მოქალაქეებს მივმართო, თვითიზოლაცია თქვენი პასუხისმგებლობაა”.