რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 1459 ახალი შემთხვევა 50 რეგიონში დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში ვირუსის 10 131 შემთხვევაა, – განაცხადეს კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

ერთ დღეში COVID-19-ს 13 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში 76 ლეტალური შემთხვევაა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკას – ის 118-ით გაიზარდა და 698 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები