აზერბაიანში კახის, ზაქათალისა და ბელაქანის ქართულენოვან მოსახლებას ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში კახის, ზაქათალისა და ბელაქანის ქართულენოვან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა.
საგარეო უწყების ცნობით, მოსახლეობას პირველადი მოხმარების სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები და საქართველოში დამზადებული პირბადეები, ასევე, სხვადასხვა სახის სამედიცინო ინვენტარი გადაეცა.
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ და მისმა თანხმლებმა პირებმა დაათვალიერეს კახის პოლიკნილიკები და სოფელ ალიბეგლოს საავადმყოფო. მოინახულეს სოფლები: ალათემური, ალიბეგლო და ქოთოქლუ,სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შშმ პირებს საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცეს.
მისია აზერბაიჯანში ქართული დიასპორის თხოვნით განხორციელდა.