ლევან გოფოძე: ყველა დაავადება, მათ შორის კორონავირუსი, ყველა ორგანიზმში ინდივიდუალურად მიმდინარეობს, ამიტომ არის მედიცინა რთული დარგი
“გამოჯანმრთელებულად მიიჩნევიან ადამიანები, ვისაც კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ 24 საათში ორჯერადად მოუვა ნეგატიური შედეგი. ეს პერიოდი რამდენ ხანში დადგება, ძალიან ინდივიდუალურია და ადამიანის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
“გამოჯანმრთელებულად მიიჩნევიან ადამიანები, ვისაც კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ 24 საათში ორჯერ მოუვა ნეგატიური შედეგი. ეს პერიოდი რამდენ ხანში დადგება, ძალიან ინდივიდუალურია. თუ ადამიანის იმუნური სისტემა ძლიერია, ბუნებრივია, ეს დრო შემჭიდროებულია. ყველა დაავადებასთან, მათ შორის, კორონავირუსთან დაკავშირებითაც ასე ხდება. ყველა დაავადება ყველა ორგანიზმში ინდივიდუალურად მიმდინარეობს, მხოლოდ ამ ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნებით. ამიტომ არის მედიცინა რთული დარგი.
პლაზმის გამოყენება ინფიცირებული ადამიანების მკურნალობის სქემაში, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, ეს არის მხოლოდ ცდის დონეზე. მყარი რეკომენდაცია, რომ პლაზმა გამოყენებულ იქნეს, როგორც სამკურნალო საშუალება, არ არსებობს. ჯერჯერობით, მსგავსი რამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ მიუღია. პლაზმის ტრანსფუზიამ შესაძლოა, სხვა გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ სიფრთხილეა საჭიროა”, – განაცხადა გოფოძემ.