„ღვთისმშობელი – თავისუფლების უმაღლესი ნაყოფი“ – ონლაინშეხვედრა „ათონის“ დარბაზში

7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 18:45 საათზე, „ათონის დარბაზში“ გაიმართება ონლაინშეხვედრა  თემაზე – „ღვთისმშობელი – თავისუფლების უმაღლესი ნაყოფი“.
შეხვედრაში მონაწილეობენ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და პოეტი ირაკლი ასლანიკაშვილი.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
„ღვთისმშობელი არის ერთადერთი არსება სამყაროში, რომელიც მერვე დღის მოქალაქეა, რომელიც საშინელი სამსჯავროს მიღმაა – იგი აღარ წარდგება საშინელ სამსჯავროზე.
იგი უკვე ღმერთთან არსებობს, ჩვენთვის, გონებისთვის მიუწვდომლად, როგორც მერვე დღის მოქალაქე, როგორც ზეციური მამის სრულად რეალიზებული შვილი და შესაბამისად, აღმატებული ქერუბიმებზე, სერაფიმებზე და ყოველგვარ ანგელოზზე.
შეხვედრისთვის კითხვების გაგზავნა შესაძლებელია როგორც საღამოს დაწყებამდე, ისე მისი მსვლელობის განმავლობაში.
„ათონის დარბაზი” გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. ყოვლადწმინდა დედა ყოფილიყოს ჩვენი შემწე ჩვენი უფლის ერთგულების მთავარ საქმეში“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაში მონაწილეობა შესაძლებელია ბმულით:
https://www.facebook.com/awmssd/?eid=ARACQy1uryp82VbsZXICRHCKaPBh2ZjxU1CQuI_04pBacPmNe1czywpCJIaUyI4742MtoUAYdq6PiJxM

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები