სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 853-მდე გაიზარდა – მათ შორის 6 პოლიციელია

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 853-მდე გაიზარდა, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 20-ით გაიზარდა.

ვირუსის დამარცხება 87-მა პირმა შეძლო, 8 ლეტალური შემთხვევაა.

ფაშინიანის თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ კვირის ბოლოსთვის დღეში ათასი ტესტი ჩაატაროს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ვირუსით 6 პოლიციელია ინფიცირებული, 16 კი იზოლირებულია.

სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები