პირველად აჭარაში – ფერმერებს მოძრავი ლაბორატორია მოემსახურება

აჭარაში პირველად, მოძრავი მობილური ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას, რის საშუალებითაც ფერმერები ნიადაგის აგროქიმიურ ანალიზს  და მანვნებელ დაავადებათა იდენტიფიცირებას მოახდენენ. ახალი მოძრავი ლაბორატოორის მუშაობის პირობებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე დაესწრო.
მობილური ექსტენციის სერვისის განვითარების პირობებში მოძრავი ლაბორატორია მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს თითოეული ფერმერისათვის ექსტენციის სერვისებისა და ლაბორატორიული მომსახურების დროული და ეფექტური მიწოდების კუთხით.
ექსტენციის სერვისი იმოძრავებს მავნებელ-დაავადებების გავრცელების კერებში და პრობლემატური საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება საველე პირობებში ეფექტურად და დროის მოკლე მონაკვეთში.
შედეგად, ამაღლდება აგრარული განათლების დონე და შესაძლებელი იქნება დაუზიანებელი, ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, რაც გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი მისი წარმატებით რეალიზაციისა და ფერმერთა შემოსავლების ზრდის საქმეში. ასევე, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები ჩატარების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები