ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ე.წ ცხელების ცენტრი გაიხსნა
სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში – შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი ე.წ ცხელების ცენტრი მოინახულეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მედიკოსებს გაესაუბრნენ და ცენტრში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.
ე.წ ცხელების ცენტრში ერთი ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული. ცენტრი მხოლოდ იმ პაციენტებს მიიღებს, რომელთაც რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა აღენიშნებათ. ადგილზე მოქალაქეებს ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სხვადასხვა კვლევა ჩაუტარდებათ.