აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 641-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 641 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ამასთან, გასულ დღე-ღამეში ვირუსის დამარცხება 12 პაციენტმა შეძლო, ჯამურად, კლინიკებიდან 44 პირია გაწერილი.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 11-ის მდგომარეობა მძიმეა, 17 – საშუალო სიმძიმის.

ქვეყანაში ვირუსს 7 ადამიანია ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები