ლევან გოფოძე: თუ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვინმეს კორონავირუსი დაუდასტურდება, სხვა კლინიკაში აღარ გადავიყვანთ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, თუ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვინმეს COVID-19 დაუდასტურდება, მათ სხვა კლინიკაში აღარ გადაიყვანენ.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს სრული შესაძლებობა აქვს, კოვიდინფიცირებულებს პროტოკოლის სრული დაცვით უმკურნალოს.

„ჩვენთან თუ ვადასტურებთ, ახლა უკვე სხვა კლინიკაში აღარ გადავიყვანთ. ეს პაციენტი თავიდანვე ჩვენთან შემოვიდა და ჩვენ დავუდასტურეთ და გავაგრძელეთ მკურნალობას. ასე მოხდება ყველა იმ შემთხვევაში, ვისაც ჩვენ დავუდასტურებთ კოვიდინფექციას. რესპუბლიკურ საავადმყოფოს სრული შესაძლებობა აქვს, კოვიდინფიცირებულებს უმკურნალოს პროტოკოლის სრული დაცვით”, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები