ლევან გოფოძე: დღეს, დაახლოებით, 16 პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება, მათი პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან დაახლოებით 16 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და მათი პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი.
მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტი იმყოფება.
„ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტია, მათგან მხოლოდ ერთს აქვს კორონავირუსი დადასტურებული, დანარჩენები არიან დაკვირვების ქვეშ. გუშინ ტესტირება 15 პაციენტს ჩაუტარდა და 15-ვესთან ნეგატიური პასუხი მოვიდა. დღეს კიდევ, დაახლოებით, 16 პაციენტს გაუკეთდა ტესტირება და მათი პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი”, – განაცხადა გოფოძემ.