რუსთავში ქალაქის მერიისა და “წითელი ჯვრის” ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთავში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ქალაქში ახალი კორონავირუსის შემეთხვევების გამოვლენამ გამოიწვია, რუსთავის მერიამ მუშაობის საგანგებო რეჟიმი კიდევ უფრო გაააქტიურა. მუნიციპალიტეტს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პროდუქტისა და მედიკამენტის სახლში მიტანის კამპანია არც ამ დღეებში შეუწყვეტავს. მოხალისეების დახმარებით, რუსთავის მერიამ უკვე 2000-მდე ისეთ ოჯახს გადასცა შემწეობა, რომელიც, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თანადგომას საჭიროებდა. მოხალისეობრივ კამპანიაში, რიგით რუსთაველებთან ერთად, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის თანამმშრომლები არიან ჩართულები.
დღევანდელი ქველმოქმედება, საქართველიოს “წითელი ჯვრის ორგანიზაციისა” და ქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ქალაქის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოწყობილი, “წითელი ჯვრისა” და რუსთავის მერიის საქველმოქმედო კალათის პროდუქტით შევსებაში, მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო. აქციაში რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა მოადგილეებთან – გოჩა ლორიასა და ირმა მესხთან ერთად ჩაერთო. აღნიშნული ქველმოქმედების შედეგად შეგროვებული პროდუქტი 300-მდე რუსთაველ ოჯახს მიუტანეს მოხალისეებმა.
არ დასრულებულა საბავშვო ბაღების აღსაზრდელების სურსათით მომარაგების აქციაც, სასურსათო პაკეტი დამატებით კიდევ 2400 ოჯახზე გაიცემა. 3250 ბენეფიციარს ეს შემწეობა უკვე მიღებული აქვს.
სურსათით მარაგდებიან სოციალური სასადილოების ბენეფიციარებიც, მათ ნაწილთან სასურსათო პაკეტი მოხალისეებს მიაქვთ, ნაწილს კი მუნიციპალიტეტი სახლიდან სასადილომდე ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები