ზუგდიდის საკრებულო მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს. ამის შესახებ განცხადებას ზუგდიდის საკრებულოს ადმინისტრაცია ავრცელებს, რომელსაც “რეგიონული კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ერთობლივი ძალისხმევით იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია, ჩვენც წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. გვინდა, გამოვეხმაუროთ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილებას და ჩვენ, საკრებულოს პოლიტიკური გუნდი, შევუერთდეთ მმართველი პარტიის ინიციატივას – მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ ხელფასის 1/3-ს. მადლობას ვუხდით თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ძალისხმევას არ იშურებს და მონაწილეობს ამ კრიზისის აღმოფხვრაში. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის ინიციატივას მანამდე ზუგდიდის მერიაც შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები