ბოლნისელი სპორტსმენები „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდნენ

6 აპრილს სპორტული სამყარო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მსოფლიოში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების შედეგად, ამ დღის აღნიშვნამ ონლაინსივრცეში გადაინაცვლა.

ბოლნისელი სპორტსმენები ფრიდონ გიგანი, ოთარ მამულაშვილი, ლერი დადვანი, ნოდარ ბერიანი და მწვრთნელი შერმადინ დადვანი სპორტის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ და ე.წ „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდნენ.
„თეთრი ბარათის“ კამპანიაში საქართველო პირველად შარშან ჩაერთო. აქციის მიზანი სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება, ტოლერანტობისა და მშვიდობის იდეის პოპულარიზაციაა. სპორტის საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია: „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები