გიორგი ხოჯევანიშვილი: საგანგებო მდგომარეობის დარღვევის რამდენიმე ფაქტზე მკაცრი რეაგირება მოხდა

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, განვლილი 48 საათის განმავლობაში რეგიონში საგანგებო ვითარების გამკაცრებული ზომების დარჩვევის ფაქტების მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.
„განვლილმა ორმა დღემ რეგიონში მშვიდობით ჩაიარა. რაიმე ტიპის განსაკუთრებული გართულების შემთხვევები არ გვქონია. როგორც წინა დღეებში, რამდენიმე ერთეული წესების დარღვევის შემთხვევა იყო, რომელზეც  მკაცრი რეაგირება მოხდა.
ასევე, მინდა რეგიონის მოსახლეობას ვუთხრა, შესაბამისი სამსახურები – ვგულისხმობ სამართალდამცავებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სრულიად კორდინებულად მუშაობენ და ნებისმიერი შემთხვევა, სადაც საჭიროა მათი ჩართულობა და რეაგირება, არის მაქსიმალურად დროული.
მეჯვრისხევის მკვიდრის საკითხს რაც შეეხება, მისი ყველა შესაძლო და თეორიული კონტაქტი გამოვლენია. თვითონ არ იმყოფება საქართველოში. ყველა ადამიანი არის თვითიზოლაციის მკაცრ კონტროლზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა შიდა ქართლში გუშინ დადასტურდა. კოვიდ-19-ით ინფიცირებული პირი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს და ტრაილერის მძღოლად მუშაობს. ინფიცირებულს 31 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე ერევანში, შესაბამის დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები