ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკიდან, სავარაუდოდ, კორონავირუსისგან განკურნებული სამი პაციენტი გაეწერება

ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკიდან შესაძლოა, სამი პაციენტი გაეწეროს. ამის შესახებ დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. პაციენტები რამდენიმე დღეა, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას გადიან. მათ აღარ აღენიშნებათ ტემპერატურა და არც – კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები. პირველი ანალიზის პასუხმა აჩვენა რომ, პაციენტები განიკურნენ, დღეს განმეორებითი ანალიზის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ბათუმში ,,მედალფას“ კლინიკიდან კორონავირუსისგან განკურნებული ერთი პაციენტი რამდენიმე დღის წინ გაეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები