აჭარაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე მათგანი იმპორტირებული შემთხვევაა. ისინი საკარანტინე ზონიდან ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტებს ცხელება აღენიშნებათ.
ბათუმის სამედიციო დაწესებულებაში კორონავირუსზე სულ 12 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები