ბათუმის აეროპორტში დიდი ბრიტანეთიდან 180 მოქალაქე ჩამოფრინდა

გვიან ღამით ბათუმის აეროპორტში დიდი ბრიტანეთიდან 180 მოქალაქე სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. თერმოსკრინინგის გავლის შედეგ, ისინი საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდებათ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და გამოიკვლევენ.
აჭრაში კარანტინში 2000-მდე პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 200 მოქალაქეა. ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსზე 8 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 70 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები