ლევან რატიანი: კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალის შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილია, რომ ეპიდკერა არ იცოდა

“რაც შეეხება პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 21 დღის განმავლობაში მისი ოჯახის წევრს ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილი ინფორმაციაა, რომ ეპიდკერა არ იცოდა”,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდა ამ დროისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტზე პასუხს ელოდება.

„რაც შეეხება პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 21 დღის განმავლობაში მისი ოჯახის წევრს ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილი ინფორმაციაა, რომ არ იცოდა ეპიდკერა. იცოდა და უნდა ვთქვა, რომ ეს ახალგაზრდა, შვილიშვილი იმყოფება ჩვენს კლინიკაში და ელოდება ლუგარის ტესტს. აქედან გამომდინარე, ვიცით, ქალბატონს საიდან გადაედო ინფექცია და ინფექციის წყაროს არსებობა“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები