ლევან რატიანი: მოგიწოდებთ, ნუ ეხუტებით ერთმანეთს და რაც შეიძლება სოციალურად დისტანცირებული ვიყოთ
“მინდა, ყველას გითხრათ, რომ ერთმანეთისგან რაც შეიძლება სოციალურად დისტანცირებული ვიყოთ, რადგან კორონავირუსის სტრატეგია, სამწუხაროდ, არავინ ვიცით”,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„მინდა, მთელ ქვეყანას და თქვენც გითხრათ, რომ ერთმანეთისგან რაც შეიძლება სოციალურად დისტანცირებული ვიყოთ, რადგან ამ ვირუსის სტრატეგია, სამწუხაროდ, არავინ ვიცით, სამყაროს არცერთმა ექიმმა და მათ შორის არც მე. მე პირადად თქვენ მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს, დავცილდეთ ერთმანეთს, არა მარტო თქვენ, ყველა“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.