ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით მათ კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მისივე თქმით, 61 პაციენტიდან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 7 პაციენტი იმყოფება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 61 პაციენტია. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ინფიცირებულია 47 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არის 7 პაციენტი. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, პაციენტი არის 67 წლის. კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესი, გემოდინამიკის რღვევით. გვყავს ახალგაზრდა პაციენტი, 42 წლის, რომელიც გუშინაა ჩვენს კლინიკაში შემოსული, პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკით გვაქვს, მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებებისა და ნებისმიერ დროს შესაძლებელია, გადაყვანილ იქნას აპარატზე. ასევე გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან, ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია, მას აღენიშნება მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, გულის მწვავე უკმარისობით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები