რატი იონათამიშვილი: ყოველწლიურად დიდი ინტერესით ვეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს, ამჯერად შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წინა წლებთან შედარებით, ეს არის უფრო პოლიტიკური დოკუმენტი

“ყოველწლიურად დიდი ინტერესით ვეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს, ამჯერად შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წინა წლებთან შედარებით, ეს არის უფრო პოლიტიკური დოკუმენტი, ვიდრე მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

“ყოველწლიურად დიდი ინტერესით ვეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს, ამჯერად შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წინა წლებთან შედარებით, ეს არის უფრო პოლიტიკური დოკუმენტი, ვიდრე მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული. ვფიქრობ ამ საკითხებზე გვექნება ძალიან აქტიური დისკუსია, მაშინ როდესაც საპარლამენტო განხილვის ფორმატში გადავალთ, რაც შეეხება ივნისის მოვლენების შეფასებას, რასაც ვამბობდი, ის მიმართულება ფაქტობრივად დადასტურებულია ამ კვლევითაც, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა ღონისძიებები და მინისტრის მხრიდან მათ შორის არ ჰქონდა ადგილი ბრძანებას”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები