ხობში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ხობის ჰოსპიტალში ,,ცხელების ცენტრი“ მოეწყო. ცხელების ცენტრში არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიასთან ერთად გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულმა კლინიკის ხელმძღვანელისგან არსებული მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. კლინიკაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელიც მკაცრად კონტროლდება. ე.წ. ,,ცხელების ცენტრის” შექმნის მიზანს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთესად მართვა წარმოადგენს. ,,ცხელების ცენტრის” მედპერსონალმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები