ცაგერის საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო
ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან ბავშვთა კუთვნილი საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო.
როგორც “რეგიონულ კვირას” N1 ბაღის დირექტორმა ცარო გუგავამ განუცხადა, პროდუქტების გაცემის პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით წარიმართება.
“სპეციალურ ჩანთებში ჩავალაგეთ ყველა ულუფა, ტელეფონით დავუკავშირდით მშობლებს და გაცემის პროცესი მოვაწყვეთ ისე, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. ულუფების გამცემ პირს აქვს ეკიპირების აქსესუარები – პირბადე, ხელთათმანები და სხვა. მშობლები იცავენ 2 მეტრიან დისტანციას. იმის გამო, რომ რიგები არ დამდგარიყო, სხვადასხვა საათებზე უზრუნველყავით მშობლების მოსვლა. პაკეტებს რაც შეეხება,მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ ეს არის ძალიან „გულუხვი“ პაკეტი, ღირებულება თითო პაკეტისა 50 ლარია და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ძირითადი საკვები პროდუქტი ადგილობრივი, ქართული წარმოებისაა“,-განაცხადა ბაღის დირექტორმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემა 2 დღეში დასრულდება.