ხელფასის 1/3-ის StopCov-ის ფონდში გადარიცხვის ინიციატივას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია შეუერთდა

მმართველის გუნდის ინიციატივას მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3-ის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაც შეუერთდა.

„სამხარეო ადმინისტრაციის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების, მერების ,საკრებულოს თავჯდომარებიის სახელით, მინდა გავაკეთო განცხადება და დავაფიქსირო, რომ ვუერთდებით ძალიან კარგ ინიციატივას. პარტია „ქართული ოცნებისგან” წამოსულ კეთილ საქმეს და ჩვენ სამი თვის ხელფასს 1|3 -ის ოდენობით ჩავრიცხავთ კორონავირუსის ბრძოლის წინააღმდეგ ფონდში, რათა დავაჩქაროთ ამ პროცესების წარმატებით დაძლევა და ყველა საჭირო მიმართულება იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი”,- განაცხადა სახელწმიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში, შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის ინიციატივით, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მთავრობასა და პარლამენტში მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ კორონავირუსთან ბრძოლის ფოდში. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გუნდის წევრები მზად არიან მომავალში დამატებითი წვლილიც შეიტანონ კორონავირუსთან ბრძოლაში. მმართველი გუნდის აღნიშნულ ინიციატივას შეურთდა თბილისის მერია და საკრებულო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და სხვადასხვა რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები